четверг, 18 декабря 2008 г.

ოლია ბრაგვაძე და ოთარ ქუთათელაძე

ჩვენი სკოლის მოსწავლეთა ერთმა ჯგუფმა გადავწყვიტეთ პროექტში ჩართვა, რამდენადაც ჩვენს გვერდით ღირსეულ ადამიანებად მიგვაჩნია ქალბატონი ოლია ბრაგვაძე და მისი მეუღლე ბატონი ოთარ ქუთათელაძე, გვინდა, რომ მათი ღირსებების შესახებ სხვებმაც იცოდნენ... მათთან შეხვედრამდე გადავწყვიტეთ გავსაუბრებოდით ჟურნალისტს, ჩვენი სკოლის ყოფილ პედაგოგს ქალბატონ მანანა თარაშვილს, რომელიც გვესაუბრა ინტერვიუს აღების წესზე, რის შემდეგაც VIIIბ კლასის მოსწავლეები: ზურა ლაცაბიძე, ნონა გურგენაშვილი და თეონა პავლიაშვილი, თამრიკო მასწავლებელთან ერთად ქალბატონ ოლიასა და ბატონ ოთარის ოჯახს ვეწვიეთ. გაცნობის შემდეგ ჩვენ "პატარა ჟურნალისტები" ვეცადეთ რაც შეიძლებოდა ბევრი და ამომწურავი შეკითხვები დაგვესვა, რამდენად წარმატებით შევძელით ეს თქვენთვის მოგვინდია შეფასება, ასე რომ ველით კომენტარებს-ჩვენ ხომ ვსწავლობთ კეთებით.

კითხვა: ქალბატონო ოლია, თუ შეიძლება ორიოდე სიტყვით მოგვიყევით თქვენს შესახებ?
ო.ბრაგვაძე: დავიბადე გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, ვარ შთამომავალი კახელი ბრაგვაძეებისა. ჩემი მშობლები პედაგოგები იყვნენ, მე როგორც იტყვიან სკოლის ეზოში ავიდგი ფეხი, იქ გავიარე პირველად დამოუკიდებლად. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, იმავე წელს ჩავირიცხე თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დავამთავრე 1971 წელს.ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ საქმიანობა გურჯაანის რაიონულ არქივში დავიწყე, ორი წლის მერე კი ჩემს მშობლიურ სოფელში ისტორიის მასწავლებლად შევუდექი მუსაობას, პარალელურად ვაქვეყნებდი წერილებს რაიონულ გაზეთში, 27 წლის ასაკში ამ გაზეთის რედაქტორი გავხდი, თუმცა მაშინ სპეციალური განათლება არ მქონდა, მაგრამ კეთილი ადამიანების თანადგომით სევძელი საქმისათვის თავის გართმევა.
მოიხედავად ამისა სული და გული მაინც უნივერსიტეტისაკენ მიმიწევდა, ჩემს ტავს სევფიცე, რომ რამდენი წელიც არ უნდა გასულიყო, ყველაფერს ვიღონებდი, რომ თეთრ ტაძარში მესწავლა და თუ ეს სურვილი შემისრულდებოდა, უნივერსიტეტის კიბეებს დაჩოქილი ვემთხვეოდი. ზუსტად ასე მოვიქეცი, როცა ჯურნალისტიკის ფაკულტეტზე დაუსწრებელი განყოფილება გაიხსნა და უმაღლესდამთავრებულ, შვიდი წლის შრომითი სტაჟის მქონე, საბჭოტა კავშირის ჟურნალისტტა კავშირის წევრს, განსხვავებული საგნების ჩაბარების შემდეგ, საშუალება მომეცა, სწავლა II კურსიდან გამეგრძელებინა.
კითხვა: ქალბატონო ოლია, წლების უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს კვლავ ჟურნალისტობას აირჩევდით?
ო.ბრაგვაძე: ჟურნალისტობას ვერ ვუგანებდი, ბოლოს და ბოლოს პირველ კლასში ვიყავი პირველი წერილი რომ დავწერე რაიონულ გაზეთში.
კითხვა: ძალიან მოგვწონს თქვენი ნამუშევრები, ქარგვა და ქსოვა როდის დაიწყეთ?
ო.ბრაგვაძე: როცა აქტიური ჟურნალისტის მანტია გამაძრეს ქარგვა და ქსოვა მაშინ გავიხსენე. ჩვენი ქვეყნის ცხოვრების უკანასკნელმა წლებმა განაპირობა, რომ ძირითადი პროფესია გატაცებად მექცა, გატაცება კი ახალ პროფესიად... ამას ნოველებიც მოჰყვა: ჟურნალისტში ხომ ზის პოტენციური ნოველისტი, მინიატურისტი...
კითხვა: ალბათ გახსოვთ პირველად რა მოქარგეთ,ქალბატონო ოლია?
ო.ბრაგვაძე: ვარდები, რომელიც შემდეგ ჩემმა მეუღლემ, ოთარმა ფონზე დააკრა და ჩარჩოში ჩამისვა. ამან დიდი სტიმული მომცა. მას შემდეგ დაუღალავად ვქარგავ... როცა როგორც ჟურნალისტმა,უკანასკნელი თხუთმეტი წლის განმავლობაში სამსახური დავკარგე და მასთან ერთად არსებობის შესაძლებლობაც, გაუზვიადებლად ვიტყვი, რომ ქარგვამ გადამარჩინა. თუ არ ჩავთვლით გორის უნივერსიტეტში ჩემს მცირეოდენ მოღვაწეობას(ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვკითხულობდი ლექციებს კვირაში ერთხელ), ეს წლები კარჩაკეტილი ცხოვრებით ვიცხოვრე. ადამიანისთვის, რომელიც მთელი ცხოვრება მიჩვეულია მოძრაობას, სიკვდილის ტოლფასია უმოქმედობა. ბოლოს ვიგრძენი, რომ აუცილებლად რაღაც უნდა გამეკეთებინა, რათა თავი და სული გადამერჩინა.
ეს "რაღაც"ქარგვა აღმოჩნდა. ორი ნაქარგი-წმინდა გიორგის და წმინდა ნიკოლოზის გამოსახულებით ჩემი
მშობლიური სოფლის ეკლესიას შევწირე, ხოლო გორის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას ღვთისმშობლის დაბა-
დების დღეს 27 სექტემბერს ჩემი ნაქარგი ღვთისმშობლის ხატი გადავეცი საჩუქრად.
კითხვა: ისე, ყველაზე მეტად თქვენი რომელი ნამუშევარი მოგწონთ განსაკუთრებულად?
ო.ბრეგვაძე: "ლურჯა ცხენები" და "მაცხოვრის ხატი"... ძალიან მიყვარს, აგრეთვე, თუთიყუში და მგელი,
რომელთა შექმნაში ოთხი ფერის თეთრი გამმოვიყენე და დიდი შრომა მაქვს გაწეული... ქსოვა-ქარგვა ჩემი
ჰობი იყო, მაგრამ ვინაიდან ეს უკვე პროფესიად მექცა, ჰობი სხვა მაქვს-დიზაინერობა. ვერ გამოვძებნე სახსარი, ვერ ვიშოვე სპონსორი (თუმცა ძებნით თავი არ მომიკლავს), რომელიც მომეხმარებოდა ადამიანებისთვის განსაკუთრებული სამოსი მომექსოვა და პოდიუმი მომეწყო. ეს სურვილი ოდნავ მაინც რომ დამეკმაყოფილებინა, შევაგროვე დამტვრეულ-დალეწილი თოჯინები, აღვვადგინე ისინი როგორც შემეძლო, ნარღვევი თუ ახალი ძაფებით მოვუქსოვე ტანსაცმელი, შევმოსე და სახლში მოვიწყე პოდიუმი. მაგრამ ეს მაინც იმას ჰგავს,უდაბნოში დასიცხულ ადამიანს სათითით რომ მიართვა წყალი...
კითხვა: მეგობრები თქვენს პიროვნულ ღირსებებს განსაკუთრებით უსვამენ ხაზს, თქვენ თვითონ რა მიგაჩნიათ პიროვნების ძირითად ფასეულობად?
ო.ბრაგვაძე: ერთგულება... საშინელებად მიმაჩნია გულგრილობა. ყველა მხოლოდ "სამიანზე" მაინც რომ აკეთებდეს თავის საქმეს ეს ქვეყანას "ფრიადზე" წაადგებოდა.
კითხვა: თქვენი აზრი თანამედროვე ახალგაზრდობაზეც გვაინტერესებს..
ო.ბრაგვაძე: დღეს მშობლებისწყალობით ახალგაზრდების ერთეულწარმომადგენლებს შესანიშნავი პირობები აქვთ
აღზრდის, განათლებისა თუ დასაქმების მხრივ. მათთვის არ არსებობს აუცილებელი ციხესიმაგრე მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ სამომავლო გზას იმ ახალბაზრდებისთვის,შესაძლოა, უფრო ნიჭერთათვისაც, რომელთა
მშობლებსაც არ ძალუძთ მათი სასწავლებლად გაგზავნა უცზო ქვეყნების რჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში, მეც,
ალბათ, მათ რიცხვს მივეკუთვნები.
კითხვა: თქვენ რამდენი შვილი გყავთ, ქალბატონო ოლია?
ო.ბრაგვაძე: ოთარს პირველი ქორწინებიდან ჰყავს ვაჟიშვილი, მამუკა, რძალი, ასმათი და ორი შვილიშვილი-ოთარი და ლალი, ისინი ჩემი შვილიშვილებიც არიან.
ჩვენ გვყავს ერთი გოგონა-მაია, პროფესიით ექთანი. მისი მეუღლე რომან ოქროპირიძე ეკონომისტია, თუმცა პროფესიით არცერთი არ მუშაობს.მათი ვაჟი, მეოთხეკლასელი ომარი, ჩემი დიდი იმედი და სიხარულია
კითხვა: და ბოლოს, იქნებ გაგვიმხილოთ, როგორია თქვენი ოჯახური ბედნიერების რეცეპტი?
ო.ბრაგვაძე: სიყვარული,ისევ და ისევ სიყვარული და მის ფესვებზე აღმოცენებული ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა.
გვინდა ჩვენი ინტერვიუ ოლია ბრაგვაძის შესახებ მისი მეგობრის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დირექტორის ქალბატონ თამილა გოგოლაძის სიტყვებით დავასრულოთ:
"უსაზღვრო შემოქმედებითი ფანტაზია, საღი აზრი და ყაისნაღისა თუ ნემსის კვალში ჩაქსოვილი ფიქრი, განცდა, არიადნეს ძაფის გორგლის გამძლეობა და პენელოპეს ერთგულება, შეუძლებლის დაძლევა და საყვარელი საქმის ნაყოფით ტკბობაა. აი, კიდევ ერთი ჯილდო, რომელსაც იმკის ოლიკო მეუღლის, შვილისა და
შვილიშვილის საოცარი სითბოს და სიყვარულის გარდა. რა ვუსურვო? ოლი, ნატვრის თვალი რომ მეპოვნა და სამი ნატვრის ჩაფიქრების უფლება მქონოდა,გულწრფელად გისურვებდი შენი და შენი ახლობლებლის ურყევ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს, კალმისა და ყაისნაღის ნაყოფიერ შემოქმედებით ძალას და უშრეტ
ფანტაზიას/ "-ჩვენი მხრიდან ამ გურწფელ სურვილებს მხოლოდ ერთს დავუმატებდით: დაე, ნიჭიერი ხელოვანის შემოქმედებას უფრო ფართო ასპარეზი მისცემოდეს...





























+